saqarTvelos mdinareebi - ocxe

ტერიტორიული ერთეულები ადიგენის მუნიციპალიტეტი
სათავე მესხეთის ქედი
შესართავი ქვაბლიანი 41°38`28` ჩ. გ. 42°50`42` ა. გ.
შესართავის სიმაღლე 1023 მ
სიგრძე 26.8 კმ
აუზის ფართობი 266 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3.15 მ³/წმ

 

სინონიმი: აბასთუმნისწყალი, ოცხისწყალი.

მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2185 მ-ზე. სიგრძე 26,8 კმ, აუზის ფართობი 266 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,15 მ3/წმ.